მაქს ებერლი იხსენებს დე ლიხტის შესახებ გაყიდვის გადაწყვეტილებას:
"ჩვენ გვქონდა იდეა, რომ დაცვა ყოფილიყო ძალიან მაღლა. კიმის და უპამეკანოს სახით გვყავს ორი ფეხბურთელი, რომლებიც, როცა თავდაჯერებულები არიან, ძალიან კარგად თამაშობენ. გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო.
ჩვენ ეს გავაკეთეთ და ამან იმუშავა. დე ლიხტი ასევე იყო ცენტრალური მცველი. ჩვენ დაქირავებულები ვართ და ფულს ვიღებ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლისაც გვჯერა. რა თქმა უნდა, ადამიანები ყოველთვის ძალიან ემოციურები არიან, როცა საქმე ფეხბურთს ეხება.
მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ფაქტებზე და იდეებზე დაყრდნობით, თუ როგორ გვინდა ფეხბურთის თამაში."