გერმანიის თასზე მიუნხენის "ბაიერნი" "ვიქტორია კიოლნს" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
"შედარებით გადახალისხებული შემადგენლობით ვითამაშეთ, მაგრამ ამის ჩემს გუნდს ვერაფერი შევატყე, რადგან ბრწყინვალედ ითამაშეს.
სხვებთან შედარებით ერთი პლიუსი გვაქვს - მუნდიალამდე ყოველ 3 დღეში თამაში გვაქვს, ჩვენ კი რეზერვებში იმ დონის ფეხბურთელები გვყავს, რომ როტაციის გაკეთება თავისუფლად შემიძლია", - განაცხადა ნაგელსმანმა.