მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, "კიოლნთან" შეხვედრაში პენალტის დათმობის ეპიზოდი განიხილა.
"კოუტინიოსთვის პენალტის შესრულების უფლებისა და პირველი გოლის გატანის შესაძლებლობების მიცემა სპონტანური გადაწყვეტილება იყო.
თუმცა ეს მნიშვნელოვანი იყო მისი თავდაჯერებულობისთვის. მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო. ფილიპე - შესანიშნავი მოთამაშეა.
ეს გოლი მისი მომავლისთვის მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, როდესაც შენი სახელი ტაბლოზე პირველად გამოჩნდება. ის ახლა "ბაიერნის" სრულფასოვანი წევრია", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
მიუნხენელებმა მეტოქე შინ 4:0 გაანადგურეს და 2:0-ზე, როდესაც ლევის დუბლი ჰქონდა გაფორმებული, მან პენალტი კოუტინიოს დაარტყმევინა.