მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა "ბაიერნს" წელს სამი ტიტულის მოგება.
"მოიგებს თუ არა წელს ბაიერნი ტრიპლეტს? ვფიქრობ, გუნდს ამის რესურსი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ.
ყოველ შემთხვევაში, დასაწყისი ძალიან კარგია. ჩვენი მიზანია გულშემატკივარს სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ.
ვფიქრობ, გლადბახთან მატჩში ქომაგებმა მართლაც დიდებული თამაში იხილეს", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.