მთელი ზაფხულის განმავლობაში იწერებოდა, რომ "ლაიფციგის" ნახევარმცველი კორნად ლაიმერი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებდა.
თუმცა საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა და ლაიმერი კვლავ "ლაიფციგის" ფეხბურთელია.
"ამ ზაფხულს ახალი გამოწვევა მინდოდა და მთელი ზაფხულის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
ბევრი რამ ოჯახმა და კლუბმა გადაწყვიტა. ლოგიკურია, რომ 5 წლის შემდეგ, ახალ გამოწვევებს გინდა შეეჭიდო და ამისთვის მზად ვიყავი", - განაცხადა ლაიმერმა.