“უნიონ ბერლინთან” გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო “ბაიერნის” ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა.
მეორე ტაიმში ნაგელსმანმა მუსიალა შეცვალა და ამის მიზეზიც განმარტა.
“რატომ შევცვალე მუსიალა? ის 100%-ით მზად მაინც არ არის და ჯობია დრო გადავუნაწილოთ.
ახალგაზრდაა და მის ორგანიზმს დასვენება სჭირდება. გასაგებია, თამაში უნდა, თუმცა მისთვის ასე უკეთესია”, - განაცხადა ნაგელსმანმა.