მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოლგერ ბადშტუბერმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა.
ბადშტუბერი რეკორდმაისტერის რიგებში 10 წლის განმავლობაში გამოდიოდა და 120 შეხვედრა ჩაატარა.
ამ დროში 33 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გერმანიის თასი, ბუნდესლიგა, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
გერმანელი მცველი ბოლოს შვეიცარიაში, "ლიუცერნის" რიგებში თამაშობდა.