მიუნხენური გრანდის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, მისი აზრით კლუბის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი დაასახელა.
"დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კვირაში ყველა დაინახავს, რომ ბენჟამენ პავარის ტრანსფერი არის საუკეთესო, რომელიც ოდესმე გაგვიკეთებია.
მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ღირებულება აქვს ფეხბურთელს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ის საოცარი მოთამაშე გახდებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ პავარი შესანიშნავი პიროვნებაა", - განაცხადა ულიმ.
23 წლის უნიჭიერესი ფრანგი, რომელსაც დაცვის მარჯვენა ფრთაზე და ცენტრში შეუძლია თამაში, "ბაიერნმა" ამ ზაფხულს "შტუტგარტიდან" 37 მილიონ ევროდ შეიძინა.
ბენჟამენ პავარმა ახალ სეზონში სულ 8 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც გააკეთა.