ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" შინ "შტუტგარდს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი რეკორდმაისტერის მცველმა მათიას დე ლიხტმა გააკეთა.
"საკმაოდ რთული თამაში იყო და უკმაყოფილო ვარ, რადგან როცა იგებ და ბოლოს გოლს უშვებ, გულდასაწყვეტია.
რატომ ვერ მოვიგეთ? ბევრი მომენტი გავაფუჭეთ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მეტოქემ თავი ბრწყინვალედ დაიცვა", - განაცხადა დე ლიხტმა.