"შტუტგარდთან" მატჩის შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" გერმანელმა შემტევმა თომაშ მიულერმა გააკეთა.
მოგეხსენებთ, რეკორდმაისტერი ამ მატჩს 2:1 იგებდა, თუმცა მეტოქემ ბოლო წუთზე გაათანაბრა.
"ძალიან გაბრაზებული ვარ და გაბრაზებული ვარ არა სხვებზე, არამედ ჩვენს თავზე.
მატჩის შემდეგ ყველას ვუთხარი, რომ თუ ყველა მატჩის მოგება გვინდა, ყველა მატჩში, ყველა წუთისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, თორემ არაფერი გამოვა", - განაცხადა მიულერმა.