ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “შტუტგარდს” დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
რეკორდმაისტერის მხრიდან პირველი გოლი ფრანგმა ფორვარდმა მატის ტელმა გაიტანა.
17 წლის და 136 დღის ტელი ისტორიაში შევიდა და გახდა “ბაიერნის” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ბუნდესლიგაში გაიტანა.
აქამდე ეს რეკორდი ჯამალ მუსიალას ეკუთვნოდა, რომელმაც 2 წლის წინ “შალკეს” გაუტანა.