ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შტუტგარდს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა იყო, რომელმაც გოლიც გაიტანა.
მიმდინარე სეზონში მუსიალას ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს და უკვე გუნდის ლიდერადაც იქცა.
კერძოდ, მუსიალას ყველა ტურნირზე 8 თამაში აქვს ჩატარებული, 6 გოლი გატანა და 2 საგოლე გადაცემა. მუსიალა გოლს ყოველ 54 წუთში იტანს.