ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლებით თავი ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.
ფაქტია, ბაიერნი ბარსელონასთვის ამ დრომდე ყველაზე რთულ მეტოქედ რჩება - რეკორდმაისტერი ესპანურ გუნდს ჯამში 14-ჯერ შეხვდა და 10 შეხვედრაში გაიმარჯვა. (2 ფრე, 2 მარცხი).
დღევანდელი მარცხის შემდეგ, ბარსელონას პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა: "არაფრის თქმა არ მსურს", - განაცხადა ლაპორტამ.
გირჩევთ: ბაიერნი 2:0 ბარსელონა (ფეხბურთელთა შეფასებები)