ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლებით თავი ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა - ახალგაზრდა სპეციალისტმა სადიო მანეს გუშინდელ თამაშზე გააკეთა კომენტარი:
"მას თამაში ახალ პოზიციაზე მოუწია, ისეთზე, როგორზეც ლივერპულში არ თამაშობდა. მოხარულები ვართ, რომ გუნდში ის გვყავს. მანე აუცილებლად დატოვებს თავის კვალვს ჩვენს თამაშზე", - განაცხადა ნაგელსმანმა.