საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ადგილობრივ გამოცემა RMC Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი შემტევი მიუნხენის ბაიერნის ლეგენდას, ფრენკ რიბერის შეადარა:
"არ მიკვრის თუ რა დონეზე თამაშობს ხვიჩა, ის უკვე მზად იყო დასავლეთ ევროპულ კლუბებში სათამაშოდ. მის დრიბლინგს და დარტყმებს აღფრთოვანებაში მოჰყავს ნაპოლის ქომაგები, რომლებიც ძალიან მომთხოვნები არიან.
ავიღოთ რიბერის თამაში ხვიჩას ასაკში, როგორ განვითარდა ფრენკი, როგორც ფეხბურთელი. თითქმის ზუსტი ანალოგია - იმედია, ხვიჩასაც ისეთივე საფეხბურთ კარიერა ექნება, როგორიც რიბერის", - განაცხადა სანიოლმა.