მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლებით თავი ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში მიუნხენელთა შემტევმა, სადიო მანემ საკუთარი თამაში შეაფასა:
"თითქმის მთელი ცხოვრება მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი, ამიტომ ეს ჩემთვის დიდად პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ამაზე ბევრად უკეთ შემიძლია თამაში და მე ეს ვიცი!", - განაცხადა სენეგალელმა.