მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმნამა გააკეთა:
"პირველ ტაიმში ბარსელონა კარგად თამაშობდა და რამდენიმე ეპიზოდში გადავრცით, მეორე ნახევარში კი უოპირატესობა ჩვენი იყო და ეს ყოველივე შედეგზეც აისახა.
რის ხარჯზე მოვუგეთ მეტოქეს? მომენტების უკეთ რეალიზებით. გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა რეალურად ეს მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ", - განაცხადა ნაგელსმანმა.