მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის და ბარსელონას ხელმძღვანელობას შორის გარკვეული დაძაბულობა იყო.
ყოველივე ეს შემდეგი მიზეზებით იყო განპირობებული: ლევანდოვსკის სატრანსფერო საგა, სუპერლიგის ამბები, ბაიერნის მცდელობა პედრის გადმობირებისა (ბარსელონას გვერდის ავლით), ნაგელსმანის განცხადებები ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკაზე და სხვა.
თუმცა, როგორც SPORT1 იტყობინება, კლუბებს შორის ურთიერთობა დალაგდა - წყაროს მტკიცებით, ესპანური გუნდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ბაიერნის ხელმძღვანელობას ლევანდოვსკის ტრანსფერის დროს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხდა.
ორივე გუნდის ხელმძღვანელობას ახლა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და იმედოვნებენ, რომ სამომავლოდაც ასე გაგრძელდება.