დღეს, ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად აუგსბურგს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გააკეთა:
"არ ვაპირებ, დღევანდელი მატჩიდან რომელიმე მოთამაშე გამოვარჩიო. ბოლოდროინდელი უარყოფითი ტენდენცია არ არის კარგი. ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ფიქრი მჭირდება, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფიქრი მჭირდება ყველაფერზე: საკუთარ თავზე, არსებულ სიტუაციაზე, საერთოდ ყველაფერზე", - განაცხადა ნაგლესმანმა.