დღეს, ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად აუგსბურგს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმაც ისაუბრა - ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე: აკლია თუ არა ბაიერნს გამოკვეთლი 9 ნომერი?, ნაგელსმანმა უპასუხა:
"რა შეიცვლება იმით, მე კის ვიტყვი თუ არა - თუ ვიტყვი, რომ არ გვაკლია, ხალხი იმაზე დაიწყებს საუბარს, რომ ნაგელსმანს პრობლემის ამოცნობა არ სურსო, ხოლო თუ ვიტყვი, რომ კი გამოკვეთილი 9 ნომერი გუნდს აკლია, მაშინ იტყვიან, რომ ლევანდოვსკი ენატრებაო.
დღევანდელ მატჩში სათადარიგოთა სკამზე გვყავდე #9 ჩუპო მოტინგი, სხვა შემთხვევაში, ბაიერნს კლასიკური ფორვარდი არ ჰყავს", - განაცხადა ნაგელსმანმა.