მიუნხენის ბაიერნის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ბენჟამინ პავარი ფრანგული Téléfoot-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.
ჟურნალისტის კითხვაზე - თუ რას გააკეთებდა ის იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა, პავარმა უპასუხა:
"თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, თმებს ქერად შევიღებავ, როგორც ეს ჟირუმ ქნა."