მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა შეფმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ნაგელსმანის ბარსელონაზე გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა და გერმანელი სპეციალისტი საჯაროდ გააკრიტიკა:
"ნაგელსმანი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს - ეს კანის და ჰაინერის საქმეა. ვფიქრობ, ყოველთვის უმჯობესია, როცა ადმიანი საკუთარ კომპეტენციის ფარგლებს არ სცდება", - განაცახადა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, ზაფხულში ნაგელსმანმა კომენტარი ბარსელონას ფინანსურ პოლიტიკაზე გააკეთა: "გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი, ეს როგორ არის შესაძლებელი. ბარსა ერთადერთი კლუბია, რომელსაც ფეხბურთელების ყიდვა შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ ფული არ აქვს. ეს მართლა სიგიჟეა."