გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
შეკრებაზე მყოფმა იოზუა კიმიხმა ბაიერნში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:
"ბუნდესლიგა უფრო საინტერესო გახდა. ცხადია, არსებული ვითარებით დორტმუნდის ფეხბურთელები კმაყოფილნი არიან.
როგორც ბაიერნის მოთამაშეს, ყოველთის გინდა რომ მწვერვალზე იყო. სეზონი ჯერ კიდევ გრძელია...", - განაცხადა კიმიხმა.
ცნობისთვის, ფლიკის გუნდი 23 სექტემბერს უნგრეთს უმასპინძლებს, 26-ში კი ინგლისს ესტუმრება.