მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ეს ლევანდოვსკისთვის პირველი მატჩი იყო ალიანს არენაზე მას შემდეგ, რაც ბაიერნი დატოვა - ბარსელონას თავდამსხმელისთვის, ალიანს არენაზე დაბრუნება მარტივი არ ყოფილა:
"გულწრფელად რომ გითხრათ, ალიანს არენაზე დაბრუნება ასე სწრაფად საერთოდ არ გამხარებია. ემოციების თვალსაზრისით, ეს იყო თამაში, რომელიც არ ჰყავდა სხვა მატჩებს - მას ბევრად უფრო ფართო განზომილება და მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩს..", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.