მიუნხენის ბაიერნის დირექტორმა, ჰანას სალიჰამიჯიჩმა გერმანული გუნდის მთავარ მწვრთნელზე, იულიან ნაგელსმანზე ისაუბრა:
"ნაგესმანთან ერთად, ძირფესვიანი ანალიზი ჩავატარეთ - იულიანს ყველაფერი ესმის. მან და მისმა თანამშრომლებმა ზუსტად იციან, თუ რა უნდა გააკეთონ. ნაგელსმანმა იცის, რომ მას ბაიერნის სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს ამაზე ხაზის გასმა ისევ და ისევ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.