მოგეხსენებათ, სულ მალე სტარტს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს - მსგავსი ტურნირები ევროპის ტოპ გუნდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პერიოდში იბადება და ასპარეზზე გამოდის ახალი ტალანტები, რომლებიც სამომავლოდ კარიერას ისეთ წარმატებულ გუნდებში აგრძელებენ, როგორებიც მადრიდის რეალი, ბარსელონა და ბაიერნია.
მიუნხენის ბაიერნის დირექტორმა, ჰანას სალიჰამიჯიჩმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა - თუ რა გავლენას იქონიებს ეს მსოფლიო ჩემპიონატი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე:
"მე არ ვარ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დიდი გულშემატკივარი და მოყვარული - მირჩევნია, სეზონის დაგეგმვას და გუნდის გაძლიერბას ზაფხულში მოვრჩე.
თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას.
პირადად მე, არ მჯერა იანვარში განხორციელებული დიდი ტრანსფერების. უპირველეს ყოვლისა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტურნირს ჯანმრთელად და ტრავმის გარეშე დაასრულებენ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.