მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზიულემ, ინგლისის პრემიერ ლიგისადმი თავისი სიმპათიები არ დამალა.
"როდესაც ამის შანსი მქონდა, პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ბევრი ვიფიქრე. ეს ნამდვილად არის ჩემპიონატი, რომელში თამაშიც მინდა.
თუმცა ჩავთვალე, რომ მიუნხენში გადასვლა საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა და როგორც ხედავთ, "ბაიერნში" ძალიან ბედნიერი ვარ. არამხოლოდ იმიტომ, რომ გუნდში ვიპოვე ადგილი, არამედ კლუბის, ფანების და ყველაფრის გამო", - განაცხადა ზიულემ.
24 წლის გერმანელი მცველი "ბაიერნმა" 2017 წლის ზაფხულში "ჰოფენჰაიმიდან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა. მაშინ მისით ლონდონის "ჩელსიც" აქტიურად ინტერესდებოდა, მაგრამ ნიკლასმა გერმანიაში დარჩენა ამჯობინა.
ზიულე ახლა "რეკორდმაისტერის" დაცვის უცვლელი ფიგურაა და კარგ ფორმაშიც იმყოფება.