დღეს, ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი შინ ლევერკუზენს უმასპინძლებს.
აღნიშნულ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს ესაუბრა:
"მიუნხენში ყოველთვის გჭირდება ძალიან მონდომებული გუნდი და სრული მზადყოფნა, რომ თავდაცვა მოახერხონ მსგავსი ტიპის გუნდებისგან. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოედანზე მამაცები უნდა ვიყოთ და ვეცადოთ საკუთარი თამაში ვაჩვენოთ.
საჭიროა ბურთის ფლობა და რა თქმა უნდა სივრცეების გამოყენება, რომლებსაც ბაიერნის მოთამაშეები თავდასხმაში დომინირების შედეგად მოგვცემენ", - განაცხადა სეოანე გერარდომ.
ცნობისთვის, ბაიერნს და ლევერკუზენს შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ასევე: "რა რეაქცია მაქვს, როცა ჩემს მიმართ კრიტიკას ვისმენ?", - ნაგელსმანის პასუხი