დღეს, ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი შინ ლევერკუზენს უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრის წინ, გაგაცნობთ ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიას.
აქამდე, ბაიერნი და ლევერკუზენი სხვადასხვა ტურნირებზე ერთმანეთს 95-ჯერ დაუპირისპირდნენ. ბაიერნმა გამარჯვება 59 შემთხვევაში მოახერხა, 19-ჯერ დამარცხდა და 17 მატჩი ფრედ ითამაშა.
რაც შეეხება ბურთების სხვაობას, ის ბაიერნის სასარგებლოდ 195:114-ზეა.