დღეს, ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ბაიერნმა შინ ლევერკუზენს უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ, 4:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ, ჯამალ მუსიალამ გააკეთა:
"ვფიქრობ, ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ სრულად დავბრუნდით, მსგავსი დონე მომდევნო თამაშებშიც უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენს თამაშებს უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ, მოედანზე ბევრი უნდა ვიმოძრაოთ, რადგან ეს შეტევაში სივრცეებს გვიქმნის.
პოზიციებს უკეთ ვარჩევ და გოლებსაც ვიტან - ჯერჯერობით ამ სეზონში ეს ძალიან კარგად გამოდის", - განაცხადა მუსიალამ.