მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, სადიო მანემ მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა და მედიას თავისი ფავორიტის ვინაობაც გაუმხილა:
"გულწრფელად, ვფიქრობ, რომ წელს ოქროს ბურთს კარიმ ბენზემა იმსახურებს. მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა რეალ მადრიდთან ერთად - ბენზემამ მოგიო ჩემპიონთა ლიგა და ვფიქრობ, რომ ის ამ ჯილდოს იმსახურებს - მის გამო ბედნიერი ვარ", - განაცხადა მანემ.