მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა და ნორვეგიელი ფორვარდი "რეკორდმაისტერის" ყოფილ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის შეადარა:
"ჩვენ არ გვჭირდება მსჯელობა ჰოლანდის სათამაშო ხარისხზე - ის, რაც მე მასში ძალიან მომწონს, მისი მენტალიტეტია. ჰოლანდი ტიპიური თავდამსხმელია, რომელიც მოედანზე მხოლოდ ერთი ფიქრით გადის და ამბობს: "მე მინდა გოლების გატანა"
ეს თვისება რობერტ ლევანდოვსკისაც განასხვავებს სხვა ფორვარდებისგან. ასეთი თავდამსხმელები მხოლოდ ამაში ხედავენ თავიანთ ბედნიერებას. ახლა ჰოლანდს მანჩესტერ სიტისთან ერთად პრემიერ ლიგის 8 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი - ის საუკეთესო ფორმაშია", - განაცხადა ოლივერ კანმა.