ხვალ, ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად დორტმუნდს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ნაგელსმანი ჟურნალისტებს ესაუბრა და მეტოქე გუნდზეც გააკეთა კომენტარი:
"დორტმუნდი ძლიერი გუნდია. წინასაწრ 100%-ით ვერ იწინასწარმეტყველებ თუ როგორი სათამაშო სქმეით ითამაშებენ.
ხანდახან ზედმეტად მაღლა თამაშობენ დაცვას, ხან კი, ძლიერ გუნდებთან "ღრმა დაცვას" თამაშობენ.
დორტმუნდს კარგი სეზონი აქვს და ვფიქრობ, ხვალისთვის ძლიერი მეტოქე იქნება", - განაცხადა ნაგელსმანმა.