ხვალ, ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად დორტმუნდს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ორივე გუნდის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს.
დორტმუნდი (4-2-3-1): კობელი - მუნიე, ჰუმელსი, შლოტერბერკი, გერეირო - ბელინგემი, ოზჩანი - ადეიემი, ბრანდტი, მალენი - მუკოკო.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი - გორეცკა, ზაბიცერი - სანე, მუსიალა, მანე - გნაბრი.