ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ შინ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ჯუდ ბელინგემმა დევისის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც ბაიერნის მცველი მოედნიდან გაიყვანეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარი მიუნხენელთა მეკარემ, მანუელ ნოიერმაც გააკეთა:
"ბელინგემის დასაცავად უნდა ვთქვა, რომ ეს უნებლიე შეცდომა იყო - მან გვითხრა, რომ დევისის თავი სათამაშო ეპიზოდში დაბლა იყო...
თუმცა, მსაჯებისგან მუდმივად გვესმის, რომ თავში დარტყმა უნდა დაისაჯოს წითელი ბარათით - ასეთ შემთხვევებში, მსაჯებმა VAR-ი უნდა გამოიყენონ", - განაცხადა ნოიერმა.