ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ შინ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ჯუდ ბელინგემმა დევისის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც ბაიერნის მცველი მოედნიდან გაიყვანეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარი მთავარმა არბიტრმაც გააკეთა და ბელინგემის არ გაძევების გადაწყვეტილება ახსნა:
მისი თქმით, პირველ ეპიზოდში, ბელინგემს "შესაძლო ყვითელი" ბარათი უჩვენა, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, აიტეკინი ამბობს: "მეორე ეპიზოდში, დევისი თავდახრილი შემოვიდა, კი, კონტაქტი იყო, მაგრამ საბოლოო რწმენა არ მქონდა, რომ მეორე ყვითელიც მეჩვენებინა და თამაშის ბედი გადამეწყვიტა."