მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ შინ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ჯუდ ბელინგემმა დევისის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც ბაიერნის მცველი მოედნიდან გაიყვანეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარი მთავარმა არბიტრმაც გააკეთა და და განაცხადა: "თუ ამ ეპიზოდს ცივ გონებაზე შევხედავთ, მაშინ ყვითელი ბარათია, მაგრამ ჩვენ, მსაჯებს ყოველთვის გვაქვს გარკვეული თანაგრძნობა სათამაშო სიტუაციის მიმართ. რა თქმა უნდა კონტაქტი იყო, მაგრამ ბელინგემს ეს განზრახ არ გაუკეთებია."
დღეს კი მთავარი არბიტრის ამ განცხადებას, ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა:
"სად იყო დენიზ აიტეკინის თანაგრძნობა, როცა კინგსლი კომანს ყვითელი-წითელი ბარათი უჩვენა?", - წერს კანი.