მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა გერმანული კლუბის მთავარ პრობლემაზე - გამოკვეთილი ფორვარდის არყოფნაზე ისაუბრა:
"ერთი რამ ცხადია - ბაიერნს 9 ნომერი აშკარად აკლია. ლევანდოვსკის გაშვება გოლების გატანის კუთხით რთული გადაწყვეტილება იყო.
ნაგელსმანმა და გუნდმა სხვაგვარად უნდა მოახდინონ ამის კომპენსირება. ზაფხულში კლუბს ფული აღარ ჰყოფნიდა, თუ ტოპ თავდამსხმელის შეძენა გვინდა, ეს სწორად უნდა გავაკეთოთ.
მაგრამ, სეზონის სტარტზე, ფრანკფურტის და ლაიპციგის წინააღმდეგ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ამის გარეშეც შეგვიძლია კარგად თამაში", - განაცხადა ჰიონესმა.