მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ბაიერნი ბოლო წლების ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დატოვა.
აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ, ცხადია გერმანულ გუნდს დიდი დანაკლისი ექნებოდა ამ სიცარიელის შევსება სასწრაფოდ იყო საჭირო - ბაიერნმა საბოლოოდ მანე მოიყვანა, რომელიც ნომინალური ცხრიანი არ არის და თუ სეზონის სტარზე ფორვარდად თამაშობდა, ბოლო მატჩებია ფლანგზე უწევს თამაში და უფრო შედეგიანადაც თამაშობს.
აგვისტოს თვეში, ჟურნალისტის კითხვაზე - აქვს თუ არა ბაიერნს ლევანდოვსკის ალტერნატივა? ოლივერ კანმა უპასუხა:
"ჩვენ არა მხოლოდ გეგმა B, არამედ გეგმა C და D-ც გვაქვს."
მაგრამ რაც ამ ეტაპზე აშკარაა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინაც კი იმ შესაძლო შემცვლელის კონკრეტული სახელიც კი არ სახელდება - ჭორების დონეზე საუბარია ჰარი კეინის და რომელუ ლუკაკუს შესაძლო ტრანსფერებზე, თუმცა კონკრეტული ამ ეტაპზე არაფერია.