ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის შეხვედრაში, ბაიერნმა საკუთარ მოედანზე პლზენს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ლეროი სანემ თავი ორი გოლით გამოიჩინა - პირველი გოლის ეპიზოდში კი მასთან ლეონ გორეცკა მივიდა და აკოცა. მოგვიანებით, გორეცკამ ჟურნალისტებთან საუბრისას ამ ეპიზოდზე ისაუბრა:
"ლეროის წლებია ვიცნობ. ვფიქრობ, მას იმდენად მოეწონა ჩემი კოცნა, რომ მაშინვე კიდევ ერთი გოლის გატანა მოინდომა.", - განაცხადა გორეცკამ.