გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გუნდის ლიდერებთან (ნოიერთან, მიულერთან, კიმიხთან, კომანთან და გორეცკასთან) ისაუბრა.
განხილვის მთავარი საგანი რეგულარულად COVID ტესტების ჩატარება/არ ჩატარების საკითხი იყო. ეს ყოველივე კი იმისთვის, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ სამომავლოდ კორონავირუსით ინფიცირების რისკი.
შეგახსენებთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბაიერნის ლიდერებს ერთმანეთის მიყოლებით კორონავირუსი დაუდასტურდათ - მეტიც, კლუბმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ფეხბურთელებს ღია ვარჯიშებზე გულშემატკივრებთან ფოტოების გადაღება და მაისურებზე ხელის მოწერა აუკრძალა.
ასევე: რატომ აუკრძალა ბაიერნმა ფეხბურთელებს გულშემატკივრებთან ფოტოების გადაღება?