ბოლო პერიოდში კრისტიან ერიკსენის ტრანსფერი მიუნხენის "ბაიერნში" საკმაოდ აქტუალური თემა გახდა.
გერმუნლმა გამოცემა "LIGABlatt-მა" დაასახელა 5 მთავარი მიზეზი, რის გამოც დანიელის "რეკორდმაისტერში" გადასვლა ორივე მხარისთვის ჭკვიანური და სწორი ნაბიჯი იქნება.
1. ერიკსენის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება და მას არ სურს მისი გახანგძლივება, რაც ნიშნავს რომ იგი ზამთარში 30 მილიონი ევრო ეღირება და ეს ფასი მისი დონის ფეხბურთელისთვის, მართლაც რომ ძალიან იაფია.
2. მიულერს წასვლა უნდა. მართალია „ბაიერნის“ ფანებს ეს არ სურთ,მაგრამ ფაქტია,იგი მხოლოდ შემცვლელად მოიაზრება,რაც თომასისთვის ძალიან ცოტაა. იგი გუნდს თუ დატოვებს,ერიკსენი ძალიან ძლიერი შემცვლელი იქნებოდა და ყველა შედარებით კმაყოფილი დარჩებოდა.
3. ერიკსენს უნდა რომ ვარსკვლავი იყოს, რაც რეალში გადასვლის შემთხვევაში არ მოხდება,მაგრამ თუ ის ბუნდესლიგაში გადმოვა მალევე გახდება ტოპ 3 მოთამაშე.
4. ამჟამინდელი ერიქსენის გუნდი, ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგაში 2-7 ბაიერნთან დამარცხდა,რითაც დამტკიცდა ბაიერნის სიძლიერე ერიქსენის თვალშიც.
5. კოუტინიო „ბაიერნის“ ბოსებისთვის ძალიან ძვირია. კუტინიო და ერიქსენი ერთი და იგივე დონის მოთამაშეები არიან,მაგრამ ბრაზილიელი ბაიერნს 120 მილიონი დაუჯდება, ერიქსენი კი მხოლოდ 30.