მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ლივერპულთან" პირველი 1/8 ფინალური შეხვედრის წინ არ დამალა, რომ მისი გუნდი "ეშმაკობას" მიმართავდა.
"ენფილდზე" გამართული შეხვედრის ბოლო წუთებზე "რეკორდმაისტერის" საყრდენი ნახევარმცველი, ხავი მარტინესი, არაერთხელ აღმოჩნდა გაზონზე და "ლივერპულს" ტემპი დაუგდო.
შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და "ბაიერნის" თავკაცმა აღიარა, რომ მისი მოთამაშეები, მათ შორის მარტინესი, პაუზას შეგნებულად იღებდნენ.
"ჩვენ ყველამ ვიცით ეს კრიხი: რაც უფრო ცოტა დრო რჩება საფინალო სასტვენამდე, ცდილობ, რომ დრო გაწელო და შედეგი შეინარჩუნო.
ხავის საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა, ხოლო ვინც მისი ფიზიკური მონაცემები იცის, მარტივად მიხვდებოდა, რომ საქმე მცირე მსახიობობასთან გვქონდა.
ახლახანს ბერლინში კინგსლი კომანმაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ დაზიანება ჰქონდა, მაგრამ რეალურად ასე არ იყო.
საჭიროა, რომ თამაშში სიმშვიდე შევიტანოთ. მოთამაშეებმა ეს კარგად გააკეთეს, ამას გამოცდილება სჭირდება", - განმარტა ხორვატმა სპეციალისტმა.