2019 წლის ზაფხულს, "ბაიერნმა" კაი ჰავერცის გადმობირება უშედეგოდ ცადა.
"ბაიერ ლევეკრუზენის" ბოსსის რუდი ფიოლერის თქმით, არამარტო ბაიერნმა, არამედ ყველა ევროპის გრანდმა ცადა, გერმანიის ყველაზე დიდ იმედთან კონტრაქტის დადება.
"ბაიერნი" ამ დრომდე ყველაზე დიდ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ესპანური გამოცემა "მუნდო დეპორტივოს" თანახმად, ბარსელონას სკაუტები, კაის აქტიურად აკვირდებიან და მისით აღფრთოვანებულები არიან,ამიტომაც მათდიდი იმედი აქვთ იმისა, რომ 20 წლის გერმანელი შემდეგ წელს მათთვის ითამაშებს.
ამას ემატება ახალგაზრდა გერმანელის ინტერვიუ ინგლისურ გამოცემა "სპოქსთან", სადაც ის ბარსელონას თავის საყვარელ გუნდად მოიხსენიებს.