მიხაელ კუიზენსი "ბაიერნში" წელს გადმოვიდა და მისი დებიუტი მესამე ტურში "მაინცთან" შეხვედრაში შედგა.
მისი შეძენა ლუკას ჰერნანდესის, ბენჟამინ პავარდის და ფილიპ კოუტინიოს ტრანსფერებმა გადაფარეს.
ჰერნანდესი და პავარდი მსოფლიო ჩემპიონები არიან,კოუტინიომ კი "ბაიერნის" შეტევას ახალი შესაძლებლობები მისცა. ამიტომაც ბევრმა არ იცის მიხაელის შესაძლებლობების შესახებ.
20 წლის ფრანგი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მან ეს არა ერთხელ დაამტკიცა, "ბორუსია მიოხენგლადბახში" თამაშის დროს.
მას რამდენიმე წელი აკვირდებოა ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჩიჩი.
" ის თავის პირველ სეზონში,სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.ჩვენი აზრით ის მალე გაიზრდება როგორც ფეხბურთელი და ძალიან კარგად შეეწყობა ბაიერნის სისტემას." განაცხადა ბრაცომ "Sport 1"თან ინტერვიუში
კუიზენსსთვის წინა სეზონი არც ისე წარმატებული იყო,ის მხოლოდ ერთხელ იყო სასტარტო ფორმაციაში, მაგრამ იმედია "მიკა" მალე იპოვის თავის თავს და დაგვანახებს მის სრულ შესაძლებლობებს.