სანე ბაიერნს უახლოვდება

სანე ბაიერნს უახლოვდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბაიერნი" აქტიურად ცდილობდა ლეროი სანეს გადმობირებას, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა.

მიუნხენელები ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ მათ სურდათ გერმანელის თავის გუნდში ხილვა, ამაზე არც ფეხბურთელი აცხადებდა უარს, მაგრამ სანეს ტრავმამ ტრანსფერი რამდენიმე თვით გადადო.

მიმდინარე სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ "სიტის" შეტევა ლეროის გარეშეც კარგად არის დაკომპლექტებული, მაგრამ დაცვაში დადგა უმწვავესი პრობლემები, ტრავმირებულია ლაპორტი და სთოუნსი, ოტამენდიმ კი ბოლო სეზონებში დიდი რეგრესი განიცადა.

"სიტის" ხელმძღვანელობა გეგმავს ფინანსების მობილიზებას, რათა დაცვაში არსებული პრობლემები მოაგვაროს, ამ გეგმის მთავარი კომპონენტი კი გერმანელი ვინგერის გაყიდვაა.

თავის მხრივ, ული ჰიონესი საჯაროდ ამბობს, რომ "რეკორდმაისტერი" იანვარშიც და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ეცდება სანეს დამატებას. ყველაფერი დამოკიდებულია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, სანე კიდევ რამდენიმე თვეს იუქმებს.

"სიტის" გულშემატკივრებში უკვე გაჩნდა ლოზუნგი- "Leaving", რომლითაც ისინი თავისი გუნდის დაცვის პრობლემებს ეხმიანებიან და "სიტის" ბოსებს სანეს ტრანსფერზე მწვანე შუქს აძლევენ.



19-10-2019, 04:56
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0