სანაკრებო შესვენების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" ხასიათი კიდევ უფრო გაიფუჭა და გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე თამაშში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
"ჰოფენჰაიმთან" სენსაციური საშინაო მარცხის შემდეგ ნიკო კოვაჩის გუნდმა სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი "აუგსბურგი" ვერ დაამარცხა. "რეკორდმაისტერი" გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ქულები ბოლო წუთებზე დაკარგა - 2:2.
ახლა კი მოდი დეტალურად განვიხილოთ გუშინდელი შეხვედრის მიმდინარეობა და გამოვყოთ მნიშვნელოვანი მომენტები.
მონატრებული ხავი მარტინესი
მარტინესმა დაამტკიცა, რომ ის კვლავ მზად არის "ბაიერნისთვის" მოედანზე ყველაფერი დადოს და ფორმა არ დაუკარგავს.
მოულოდნელი სტარტი და სერიის გაგრძელება
თამაში ჩვენთის ძალიან ცუდად დაიწყო "აუგსბურგმა" დაცვის არეულობა გამოიყენა და პირველივე წუთზე დაწინაურდა. მიუნხენელების დაცვის არასტაბილურობა პირველივე წამებზე გამოჩნდა და მასპინძლებმა სწორედ "ბაიერნის" უკანა ხაზელების უყურადღებო მოქმედებების გამო მოახერხეს დაწინაურება.
"ბაიერნს" ზუსტად 13 წუთი დასჭირდა პასუხისთვის. გბანრიმ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავი ჩაწოდება განახორციელა და რობერტ ლევანდოვსკიმ რთული საჰაერო ორთაბრძოლის შედეგად თავისი უნიკალური სერია გააგრძელა - პოლონელს "ბაიერნის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყოველ თამაშში გააქვს - 16 გოლი 11 თამაშში, ბუნდესლიგაში 8 მატჩში უკვე 12!
მეორე ტაიმი "რეკორდმაისტერისთვის" კარგად დაიწყო.პირველივე წუთებში კოუტინიოს პასი მიიღო და თექვსმეტი მეტრიდან არაუჩვეულებრიად დაარტყა.
დიდი ხანი ბევრს ეგონა,რომ ბაერნი ამ თამაშს მოიგებდა,მაგრამ 91 წუთზე ფინბოგასონმა "ბაიერნს" მეორე გოლი გაუტანა და ამითი "აუგსბურგს" ერთი ქულა გადაურჩინა.
მთავარი იმედგაცრუება
"ბაიერნის" გულშემატკივრებისთვის ორი ქულის დაკარგვაზე გაცილებით საწყენი და ცუდი რამ მატჩის დებიუტში მოხდა, როდესაც ნიკლას ზიულემ სერიოზული დაზიანება მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. ზიულე გუნდის დაცვის პოტენციურ ლიდერად განიხილება, ამიტომ მისი დაკარგვა გუნდზე აისახა, მაგრამ ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია.
"ნიკლას ზიულეს ტრავმა ძალიან სამწუხაროა და სიტუაცია კარგი არ ჩანს. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება", - განმარტა მატჩის შემდეგ ნიკო კოვაჩმა. თუმცა გერმანულ პრესას თუ დავუჯერებთ, ზიულეს ტრავმა სერიოზულია - მას მუხლის ჯვარედინა იოგები აქვს დაზიანებული, სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
მიუხედავად მორიგი წარუმატებლობისა, "ბაიერნის" თამაშში არის რაღაცები უცვლელი - მანუელ ნოიერი საიმედოა, იოზუა კიმიხი მოწოდების სიმაღლეზეა, ლევანდოვსკის გააქვს და სერჟ გნაბრი შეუჩერებელია! ახალგაზრდა გერმანელმა მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა, გააკეთა ასისტი, გაიტანა მშვენიერი გოლი და მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქის დაცვის ხაზს სერიოზული პრობლემები შეუქმნა
მიულერი კვლავ თადარიგში
თომას მიულერი ბოლო პერიოდში მუდმივად განხილვის საგანია. ნიკო კოვაჩმა კვლავ ფილიპე კოუტინიო დააყენა სასტარტოში და მიულერი ზედიზედ მე-6 თამაშში დატოვა სათადარიგო სკამზე. ბრაზილიელი "აუგსბურგის" წინააღმდეგ პროდუქტიული იყო და კარგად იასპარეზა, ხოლო 79-ე წუთზე ადგილი მიულერს დაუთმო.
მიულერი ისევ უთამაშებლობას ებრძვის და შესაბამისად ფორმაში არ არის, რაც დღეს ოთხმოცდამეოთხე წუთზე კარგად გამოჩნდა. მან 100 % შანსი გააფუჭა და მისცა "აუგსბურგს" შესაძლებლობა თამაშში დარჩენილიყო, რაც ბოლოს ანგარიშზეც აისახა. რა ბედი ელის თომასს ? ამაზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ პირველ რიგში, მას მეტი ყურადღება და ფორმის შენარჩუნებაზე ფიქრი მართებს.
დასკვნა
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება გუშინდელი თამაშის შემდეგ ? ვერ ვიტყვით, რომ გუნდი "ჰოფენჰაიმთან" მატჩის მსგავსად საპასუხო ბურთის ან მეორე გოლის შემდეგ დამშვიდდა, დაიწყო აკადემიურ სტილში ან ეკონომიურ რეჟიმში თამაშის მოგება, რადგან მიუნხენელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ. გნაბრიმ და კოუტინიომ 100%-იანი შანსები გაუშვეს ხელიდან მეორე ტაიმის სტარტზე, ბოლოსკენ მიულერსაც იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ კი "ბაიერნი" დაისაჯა დაცვაში ჩავარდნისა და მომენტების გამოუყენებლობის გამო.
ზედიზედ მეორე წარუმატებლობა და ჩნდება კითხვა - კვლავ დაეწყო კოვაჩს შემოდგომაზე პრობლემები? გასულ წელს ხორვატი სპეციალისტი გაშვებას გადაურჩა, ახლა კი იწყება პრობლემატური ეტაპის მორიგი ტალღა ამ სეზონში და ვნახოთ როგორი იქნება რეაგირება.
მომდევნო მატჩს "ბაიერნი" უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს საბერძნეთში "ოლიმპიაკოასის" წინააღმდეგ.