უეფასთვის მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა საკუთარ ძმაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბაიერნის გულშემატკივრობაში მისი ძმის წვლილი ძალიან დიდია:
"ჩემი ძმა ჩემზე 11 წლით უფროსია, ის ბაიერნის გულშემატკივარი იყო და ცხადია ერთ-ერთი პირველი ვინც ამ გუნდზე მესაუბრა ის იყო - სწორედ იმ დღიდან მეც ბაიერნის ქომაგი ვარ", - განაცხადა ნაგელსმანმა.