მოგეხსენებათ, სეზონის განახლებამდე მიუნხენის ბაიერნი საწვრთნელ პერიოდს დოჰაში გაივლის.
გერმანული კლუბის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა იან ზომერის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი:
"არ მიყვარს სხვა კლუბი ფეხბურთელებზე საუბარი, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია ცხადია სიმართლეა. ჩვენ განვიხილავთ მეკარის პოზიციაზე შესაძლო ვარიანტებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.