მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა პსჟ-სთან მოახლოებული მატჩის წინ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, სადიო მანეზე და მისი თამაშის ალბათობაზე ისაუბრა:
"იდეალური ვარიანტის შემთხვევაში, მანე შესაძლოა პსჟ-სთან მატჩში გვყავდეს, მაგრამ საამისო ყველაფერმა ძალიან, ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს.
მცირე რისკი მაინც არსებობს, ვნახოთ, როგორ წარიმართება სადიოს გამოჯანმრთელების პროცესი", - განაცხადა ნაგელსმანმა.
ცნობისთვის, პსჟ-ს ბაიერნი 14 თებერვალს და 8 მარტს დაუპირისპირდება.